Google Trends-ის მიხედვით, საძიებო სისტემაში უამრავი მომხმარებელი ცდილობს გაარკვიოს, თუ რომელ ქვეყანაშია ამჟამად კორონავირუსის ყველაზე ცოტა შემთხვევა. ირკვევა, რომ ინფიცირების ყველაზე ცოტა ფაქტი კმარშალის კუნძულებზე, სამოასა და მალავზეა დადასტურებული, თუმცა Google Trends-ი მომხმარებელს აფრთხილებს, რომ სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს ინფორმაციას, რადგან მონაცემები შეიძლება არასანდო აღმოჩნდეს. შესაძლებელია, ამ ქვეყნებში ვერ ტარდება კორონავირუსის ტესტირება სათანადო დონეზე ან მთავრობები არ იძლევიან დაზუსტებულ ინფორმაციას.
1 აპრილის მონაცემბით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 877,744 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვლა 43,569 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 43,569 ინფიცირებული.
ამჟამად, Worldometers.info-ს მიხედვით, პირველი 5 ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ასე გამოიყურება:
1. აშშ - 188,647
2. იტალია - 105,792
3. ესპანეთი - 102,136
4. ჩინეთი - 81,554
5. გერმანია - 73,217.




























