ქვეყნის ეკონომიკური სიჯანსაღისა და სტაბილურობის გასაზომად არაერთი ინდიკატორი არსებობს, თუმცა ყოველი მათგანი, საბოლოო ჯამში, ადამიანებამდე დადის, რადგან ქვეყანა ადამიანების ერთობაა და ინდივიდი ამ ერთობის საწყისი წერტილია.
იმისათვის, რომ ერი გადარჩეს და განვითარდეს, პოპულაციის განახლებაა საჭირო, ამის ბუნებრივი გზა შობადობაზე გადის, არაბუნებრივი კი - მიგრაციაზე. როგორც წესი, დროსთან ერთად, გლობალური შობადობის მაჩვენებელი იკლებს. მაგალითად, 1950-იან წლებში ერთ ქალს საშუალოდ 5 შვილი ჰყავდა, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 2.1-ის ტოლია. თავად ეს მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ ორი შვილი ორი მშობლის ჩანაცვლებას შეძლებს, თუმცა ამ შედეგით ერის ზომა და ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაიზრდება, რადგან შობადობის მაჩვენებელი სიკვდილიანობას საკმარისად ვერ აჭარბებს.
ზოგიერთ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მძიმედაა და საქმე გვაქვს ბუნებრივ დაბერებასთან, რაც ქვეყნის ნელი სიკვდილის ამსახველი ტერმინია და იმაზე მიუთითებს, რომ წელიწადში უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. თუკი, რა თქმა უნდა, ვითარება არ შეიცვლება და ტენდენცია ასე გაგრძელდება, დროსთან ერთად, ერი უბრალოდ გაქრება, ან მის ადგილს უცხოელი მიგრანტები დაიკავებენ, რაც ისტორიას აქამდე არაერთხელ უნახავს.
ამჯერად წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების სიას, სადაც შობადობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია:
1. ტაივანი - 1.1 ბავშვი
2. სამხრეთ კორეა - 1.1 ბავშვი
3. სინგაპური - 1.2 ბავშვი
4. უკრაინა - 1.2 ბავშვი
5. მოლდოვა - 1.3 ბავშვი