"რუსეთში შობადობის კოეფიციენტი საშინლად დაბალ დონეზეა. 1.4 - ეს კატასტროფული მაჩვენებელია ერის მომავლისთვის", - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ინფორმაციას TASS ავრცელებს.
"მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ჩვენ კი ყოველწლიურად უფრო და უფრო ნაკლები ვხდებით. ამის მოგვარება მხოლოდ საშუალო შობადობის ზრდით არის შესაძლებელი. საშუალო შობადობა ჩვენთან 1.4-ია, რაც ევროპულ ქვეყნებთან, იაპონიასთან და სხვებთან არის შედარებული", - აღნიშნა პესკოვმა.
რუსეთის სტატისტიკის მონაცემებით, 2024 წლის იანვრის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 146 150 789 ადამიანი ცხოვრობს.