შობადობის მაჩვენებლები მსოფლიოს უმეტეს ნაწილში იკლებს: 1960-იანი წლების დაახლოებით ერთ ქალზე 5 შვილიდან, 2024 წელს გლობალური საშუალო მაჩვენებელი 2.2-მდე დაეცა. ეს ცვლილება გავლენას პოპულაციის ზრდაზე, ეკონომიკურ პერსპექტივებსა და ასაკობრივ დემოგრაფიაზე მთელ მსოფლიოში ახდენს.
Visual Capitalist-ის ვიზუალიზაცია აჩვენებს თითოეული ქვეყნისა და ტერიტორიის შობადობის მაჩვენებელს, მათი მოსახლეობის ზომასთან ერთად.
მონაცემები გაეროს 2024 წლის მოსახლეობის გლობალური პერსპექტივების (World Population Prospects 2024 Revision) ანგარიშიდანაა აღებული, რომელიც - როგორც მოსახლეობისთვის, ისე შობადობისთვის - 2025 წლის საშუალო სცენარის შეფასებებს ეყრდნობა.
ქვეყნები, სადაც ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია
| ქვეყანა | მოსახლეობა (ათასი) | შობადობის საერთო მაჩვენებელი |
|---|---|---|
| ჩადი | 21,000 | 5.94 |
| სომალი | 19,600 | 5.91 |
| კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა | 112,800 | 5.90 |
| ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 5,500 | 5.81 |
| ნიგერი | 27,900 | 5.79 |
| მალი | 25,200 | 5.42 |
| ანგოლა | 39,000 | 4.95 |
| ბურუნდი | 14,400 | 4.68 |
| ავღანეთი | 43,800 | 4.66 |
| მოზამბიკი | 35,600 | 4.62 |
ქვეყნები, სადაც ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია
| ქვეყანა | მოსახლეობა (ათასი) | შობადობის საერთო მაჩვენებელი |
|---|---|---|
| მაკაო | 720 | 0.69 |
| ჰონგ-კონგი | 7,400 | 0.74 |
| სამხრეთ კორეა | 51,700 | 0.75 |
| სენ-ბართელმი | 10 | 0.83 |
| ტაივანი | 23,100 | 0.86 |
| პუერტო-რიკო | 3,200 | 0.94 |
| სინგაპური | 5,900 | 0.96 |
| უკრაინა | 39,000 | 1.00 |
| ჩინეთი | 1,420,000 | 1.02 |
| ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები | 40 | 1.06 |




























