ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ალკოჰოლს გლობალურად, დაახლოებით, 2.3 მილიარდი ადამიანი მოიხმარს. ამასთან, გლობალურად, ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლის საშუალო მოხმარების მაჩვენებელი წელიწადში 5.5 ლიტრია.
ჯანმოს, Statista-სა და OECD-ის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა alcoholhelp.com იმ ქვეყნების რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ. აღსანიშნავია, რომ რეიტინგი შედგენილია სუფთა ალკოჰოლის და არა - ალკოჰოლური სასმელების მოხმარების მიხედვით.
TOP-15 ქვეყანა, სადაც (ერთ სულ მოსახლეზე) ყველაზე მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ:
15. მოლდოვა - 11.36 ლიტრი
14. ლაოსი - 11.52 ლიტრი
13. ლუქსემბურგი - 11.52 ლიტრი
12. პოლონეთი - 11.63 ლიტრი
11. ირლანდია - 11.7 ლიტრი
10. ლიეტუვა - 11.79 ლიტრი
9. ბულგარეთი - 11.92 ლიტრი
8. ავსტრია - 11.97 ლიტრი
7. სეიშელის კუნძულები - 11.99 ლიტრი
6. უგანდა - 12.21 ლიტრი
5. გერმანია - 12.2 ლიტრი
მეხუთე ადგილზეა ქვეყანა, რომელიც ლუდის სინონიმია: გერმანია. ლუდი გერმანიის ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საუკუნეებს ითვლის. ეს სასმელი იმდენად ღრმად არის ფესვგადგმული გერმანულ კულტურაში, რომ ქვეყანამ 2021 წელს 1.38 მილიარდი დოლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმლის ექსპორტი განახორციელა, რითაც ის მსოფლიოში ლუდის ექსპორტიორებს შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდა.
გერმანელები, საშუალოდ, ყოველწლიურად 12.2 ლიტრ სუფთა ალკოჰოლს სვამენ. OECD-ის მონაცემებით, გერმანელების 34% თვეში ერთხელ მაინც სვამს. გარდა ამისა, გერმანიაში 15 წლის მოზარდების 25%-მა განაცხადა, რომ ცხოვრებაში სულ მცირე ორჯერ მაინც ყოფილა ნასვამი.
4. ლატვია - 13.09 ლიტრი
ბოლო 10 წლის განმავლობაში ლატვიაში ალკოჰოლის მოხმარების საგანგაშო ზრდა დაფიქსირდა, 2010 წელს 9.8 ლიტრიდან 2021 წელს ერთ სულ მოსახლეზე 13.09 ლიტრამდე. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, ლატვიელთა თითქმის 45% თვეში ერთხელ მაინც სვამს ჭარბად.
3. ჩეხეთი - 13.29 ლიტრი
ლუდი ჩეხებს შორის ყველაზე პოპულარული სასმელია, რაც მოსალოდნელიც კია, იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ჩეხეთთანაა დაკავშირებული პილზნერის სახელით ცნობილი პოპულარული ლუდის შექმნა.
ჩეხები, საშუალოდ, ყოველწლიურად 13.29 ლიტრ სუფთა სპირტს სვამენ. გარდა ამისა, Eurostat-ის მონაცემებით, ჩეხები ერთ სულ მოსახლეზე ალკოჰოლზე დახარჯული თანხითაც პირველ ადგილზე არიან.
2. საქართველო - 14.33 ლიტრი
საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკაა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს. თითქმის 3.8 მილიონი ადამიანის სამშობლო, საქართველო ცნობილია ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის მდიდარი ისტორიით და, შესაძლოა, უფრო ცნობილიც კი იყოს მისი ღვინით. საქართველო ახლახან გინესის რეკორდსმენი გახდა, როგორც ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა.
ღვინის დამზადებისა ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით, საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალია. საშუალოდ, ქვეყანაში ყოველწლიურად 14.33 ლიტრ სუფთა სპირტს სვამენ.
1. რუმინეთი - 16.99 ლიტრი
19.12 მილიონიანი ხმაურიანი მოსახლეობით, რუმინეთი ახლახან გახდა ცნობილი, როგორც "დედამიწაზე ყველაზე მთვრალი ქვეყანა". საშუალოდ, მხოლოდ რუმინელი მამაკაცი წელიწადში 27.3 ლიტრ ალკოჰოლს სვამს. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით კი, რუმინელები წელიწადში, საშუალოდ, 16.99 ლიტრს სვამენ, რაც თითქმის 3 ლიტრით მეტია, ვიდრე ქართველები.




























