მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, საიდანაც 2023 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა - ტოპ 10

ბრიტანეთი

2023 წლის განმავლობაში საქართველომ 1.6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 24%-ით ნაკლებია. ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რამაც 392 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა 2022 წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია.

ბრიტანეთი ყოველწლიურად ხვდება საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სიაში, რადგანაც უმსხვილესი ქართული საფინანსო ინსტიტუტები იურიდიულად ბრიტანულ კომპანიებს წარმოადგენენ და მათი ოპერაციები FDI-ში აღირიცხება. ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, რაც ასევე განპირობებულია იმით, რომ იურიდიულად არაერთი მსხვილი ქართული კომპანია ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ასევე შედის მალტაც, რაც ოფშორულ ზონას წარმოადგენს. ინვესტორ ქვეყნებს შორისაა რუსეთიც, თუმცა 2023 წელს რუსული ინვესტიციების მოცულობა 2022 წელთან შედარებით შემცირდა.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი 2023 წელს:

  1. გაერთიანებული სამეფო - $392 მილიონი დოლარი, კლება -10%
  2. ნიდერლანდები - $361 მილიონი დოლარი, ზრდა 84%
  3. თურქეთი - $169 მილიონი დოლარი, ზრდა 206%
  4. აშშ - $154 მილიონი დოლარი, კლება -13%
  5. რუსეთი - $88 მილიონი დოლარი, კლება -19%
  6. მალტა - $80 მილიონი დოლარი, ზრდა 105%
  7. აზერბაიჯანი - $54 მილიონი დოლარი, ზრდა 3053%
  8. ჩინეთი - $47 მილიონი დოლარი, ზრდა 8%
  9. იაპონია - $46 მილიონი დოლარი, კლება -22%
  10. ყაზახეთი - $43 მილიონი დოლარი, ზრდა 33%.

ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 630.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი 291.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე - ტრანსპორტის სექტორი 138.2 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები