მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, საიდანაც ვიზიტები ყველაზე მეტად გაიზარდა/შემცირდა - TOP-5

ტურიზმი

საქართველოსთვის ძირითად ბაზრებს შორის საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა ყველაზე მეტად ისრაელიდან, ჩინეთიდან და ინდოეთიდან გაიზარდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში, ვიზიტების 958,947 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით მეტია. გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებიც, 2025 წლის პირველ კვარტალში 1,314,828 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 1.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

იმ ქვეყნებიდან, საიდანაც 2025 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა, 73%-იანი მატებით ლიდერი ისრაელია.

უფრო დეტალურად, წლიურად ვიზიტები ყველაზე მეტად შემდეგი TOP-5 ქვეყნიდანაა გაზრდილი:

  • ისრაელი - 80,896 ვიზიტი/წლიური ცვლილება 72.9%;
  • ჩინეთი - 13,875 ვიზიტი/წლიური ცვლილება 40.1%;
  • ინდოეთი - 26,372 ვიზიტი/წლიური ცვლილება 27.7%;
  • აზერბაიჯანი - 64,818 ვიზიტი/წლიური ცვლილება 25.9%;
  • უზბეკეთი - 10,151 ვიზიტი/წლიური ცვლილება 2.9%.

საპირისპიროდ, მკვეთრი კლებით გამოირჩევა ყაზახეთი, პოლონეთი და თურქეთი.

ძირითადი ბაზრებიდან, წლიურად ვიზიტები ყველაზე მეტად შემდეგი TOP-5 ქვეყნიდანაა შემცირებული:

  • ყაზახეთი - 21,625 ვიზიტი/წლიური ცვლილება -22.4%;
  • პოლონეთი - 10,165 ვიზიტი/წლიური ცვლილება -13.4%;
  • თურქეთი - 225,265 ვიზიტი/წლიური ცვლილება -11.5%;
  • ერმანია - 10,212 ვიზიტი/წლიური ცვლილება -7.2%;
  • ირანი - 26,859 ვიზიტი/წლიური ცვლილება -6.8%.

რომელი ქვეყნებიდან განხორციელდა საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი? - TOP 15

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები