მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნების რეიტინგი ვალების მშპ-სთან თანაბარდობის მიხედვით

61fb8d6ba37cf
თათია კაკიაშვილი
03.02.22 23:00
664

ნახევარი საუკუნის განმავლობაში, გლობალური ვალის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება - ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოსთვის გლობალურმა ვალმა 226 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც ეკონომისტების მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ ზრდად ფასდება. ამის შესახებ „ვიზუალ კაპიტალისტი“ წერს.

„მას შემდეგ, რაც 2020 წელს Covid 19-მა მსოფლიო მასშტაბით გავრცელება დაიწყო, გლობალური ეკონომიკა არაერთი დიდი გამოცდის წინაშე დადგა: პრობლემები შეიქმნა მიწოდების ჯაჭვში, ცვალებადი გახდა პროდუქციის ფასები, რიგ გამოწვევებთან გამკლავება მოუხდა სამუშაო ბაზარს და გლობალურად ტურიზმიდან შემოსავლები შემცირდა. შედეგად, სამყარო რთული ვითარების წინაშე აღმოჩნდა, სადაც გადასარჩენად მთავრობებს ხარჯების გაზრდა მოუწიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნებოდა ჯანდაცვის სისტემების მართვა, უმუშევრობის და სასურსათო დეფიციტის დაძლევა და ბიზნესოპერატორების “გადარჩენა”. შესაბამისად, ქვეყნებმა ამ ზომების გასატარებლად და, ზოგადად, მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერისთვის ახალი ვალები აიღეს”, - წერს „ვიზუალ კაპიტალისტი“.

ვალების მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობა არის ის, რაც ქვეყნის ვალს ადარებს მის ეკონომიკურ შესაძლებლობასთან. „ვიზუალ კაპიტალისტი“ ამ თანაფარდობის მიხედვით ტოპ-10 ქვეყნის ნუსხას გვთავაზობს:

1. იაპონია – 257%
2. სუდანი - 210%
3. საბერძნეთი - 207%
4. ერიტრეა - 175%
5. კაპე ვერდე - 161%
6. იტალია - 155%
7. სურინამი - 141%
8. ბარბადოსი - 138%
9. სინგაპური - 138%
10. მალდივები - 137%

მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ქვეყნები, რომლებიც ვალის მშპ-სთან თანაფარდობის 77%-ზე მეტ კოეფიციენტს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ, ეკონომიკურ შენელებას განიცდიან. COVID-19-მა კი კრიზისი, რომელიც 2008 წლის გლობალური რეცესიის შემდეგ მწიფდებოდა, გააუარესა. ეს ღარიბ და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს უფრო ძლიერად ურტყამს, ვიდრე - მაღალი შემოსავლის მქონეებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები