2025 წელს საქართველო საგარეო ვალების პროცენტის დაფარვაზე რეკორდულ თანხას 845 მილიონ ლარს გადაიხდის. შედარებისთვის, ეს თანხა 2024 წელთან მიმართებით 115 მილიონით, 2023 წელთან შედარებით 328 მილიონი ლარით, 2022 წელთან მიმართებით კი 610 მილიონი ლარით მეტია.
რაც შეეხება ვალის ძირის გასტუმრებას, ის 1.37 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2024 წელთან შედარებით 5 მილიონი ლარით ნაკლებია, თუმცა ვალის პროცენტის გადახდის ზრდის გათვალისწინებით საგარეო ვალების ხარჯი ბიუჯეტისთვის 2.12 მილიარდ ლარამდე იზრდება.
საქართველოს საგარეო ვალის მომსახურების გაძვირება დაკავშირებულია გლობალურად გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებთან. საქმე ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალების 51.9% არის ცვლად განაკვეთიანი და მიბმულია გლობალურ საფინანსო ბაზარზე კაპიტალის ფასზე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული როგორც FED-ის, ასევე ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთებთან, რომლებიც წინა წლებთან შედარებით გაზრდილ დონეზეა. თუკი მაგალითად პანდემიურ პერიოდში, 2022 წლის მეორე ნახევრამდე როგორც აშშ-ში, ასევე ევროზონაში ნარჩუნდებოდა 0%-თან ახლოს მყოფი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ის მაღალი ინფლაციის გამო უკვე 2023 წელს აშშ-ში 5.3%-მდე გაიზარდა, ხოლო ევროკავშირში 4.5%-მდე. 2024 წლის სექტემბრიდან როგორც აშშ-ის FED-მა, ასევე ევროზონის ECB-იმ განაკვეთების შემცირება დაიწყეს, თუმცა ორივე განაკვეთი მაინც მკვეთრად არის გაზრდილი იმასთან მიმართებით რაც ის პანდემიის დროს იყო, ეს კი ვალების მომსახურებას აძვირებს.
2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვალის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 3.28%-ია, მათ შორის ყველაზე დაბალი განაკვეთი 0.38%-ია (ფიქსირებული), რაც ევროკავშირის მიმართ 144 მილიონი ევროს ვალზეა, ხოლო ყველაზე მაღალი განაკვეთი (ცვლადი) აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის AIIB-ის მიმართ არსებულ $76 მილიონიან ვალზეა და არსებული მდგომარეობით 6.98%-ს შეადგენს.
2025 წელს საქართველო შემდეგ ვალებს დაფარავს - ვალის გადახდის გეგმა
კრედიტორები | ვალის ძირის დაფარვა (ლარი) | პროცენტი (ლარი) | სულ ვალების მომსახურება ძირი+პროცენტი |
ჯამი | 1,370,000,000 | 845,000,000 | 2,215,000,000 ლარი; |
მსოფლიო ბანკი | 352,200,000 | 278,900,000 | 631,100,000 ლარი; |
ADB | 352,700,000 | 230,500,000 | 583,200,000 ლარი; |
გერმანია | 276,600,000 | 45,000,000 | 321,600,000 ლარი; |
EIB | 54,600,000 | 88,100,000 | 142,700,000 ლარი; |
EBRD | 99,500,000 | 35,300,000 | 134,800,000 ლარი; |
IMF | 90,300,000 | 24,000,000 | 114,300,000 ლარი; |
საფრანგეთი | 43,300,000 | 58,600,000 | 101,900,000 ლარი; |
AIIB | 15,200,000 | 34,700,000 | 49,900,000 ლარი; |
იაპონია | 20,400,000 | 2,700,000 | 23,100,000 ლარი; |
რუსეთი | 21,700,000 | 700,000 | 22,400,000 ლარი; |
IFAD | 7,800,000 | 2,800,000 | 10,600,000 ლარი; |
აშშ | 6,300,000 | 400,000 | 6,700,000 ლარი; |
თურქეთი | 6,200,000 | 200,000 | 6,400,000 ლარი; |
ქუვეითი | 5,000,000 | 800,000 | 5,800,000 ლარი; |
ავსტრია | 5,200,000 | 300,000 | 5,500,000 ლარი; |
ყაზახეთი | 3,500,000 | 200,000 | 3,700,000 ლარი; |
აზერბაიჯანი | 3,200,000 | 100,000 | 3,300,000 ლარი; |
სომხეთი | 2,800,000 | 100,000 | 2,900,000 ლარი; |
ირანი | 2,400,000 | 100,000 | 2,500,000 ლარი; |
EU | - | 1,600,000 | 1,600,000 ლარი; |
NEFCO | 800,000 | 700,000 | 1,500,000 ლარი; |
CEB | 200,000 | 1,200,000 | 1,400,000 ლარი. |
საქართველოს საგარეო ვალის მომსახურების სტატისტიკა წლების მიხედვით ასე ნაწილდება:
წელი | ძირის დაფარვა (ლარი) | ვალის პროცენტის მომსახურება (ლარი) | ვალის ძირის და პროცენტის მომსახურება ერთად (ლარები) |
2004 | 148,173,000 | 51,276,000 | 199,449,000 |
2005 | 173,530,000 | 43,850,000 | 217,380,000 |
2006 | 234,404,300 | 36,042,400 | 270,446,700 |
2007 | 131,744,900 | 38,862,700 | 170,607,600 |
2008 | 54,709,800 | 64,430,800 | 119,140,600 |
2009 | 115,880,200 | 112,926,600 | 228,806,800 |
2010 | 122,908,600 | 132,520,900 | 255,429,500 |
2011 | 112,384,000 | 183,502,000 | 295,886,000 |
2012 | 99,926,000 | 133,266,100 | 233,192,100 |
2013 | 430,445,500 | 134,267,300 | 564,712,800 |
2014 | 499,469,700 | 139,483,400 | 638,953,100 |
2015 | 369,506,100 | 174,293,800 | 543,799,900 |
2016 | 307,538,200 | 195,011,200 | 502,549,400 |
2017 | 427,428,700 | 237,482,100 | 664,910,800 |
2018 | 714,884,700 | 268,671,500 | 983,556,200 |
2019 | 916,993,400 | 323,849,800 | 1,240,843,200 |
2020 | 901,919,100 | 336,495,600 | 1,238,414,700 |
2021 | 2,653,147,900 | 283,663,900 | 2,936,811,800 |
2022 | 970,865,500 | 236,361,300 | 1,207,226,800 |
2023 | 1,045,209,300 | 516,731,600 | 1,561,940,900 |
2024 | 1,375,000,000 | 750,000,000 | 2,125,000,000 |
2025 | 1,370,000,000 | 845,000,000 | 2,215,000,000 |
სულ 2004-2025 წლებში | 13,176,068,900 | 5,237,989,000 | 18,414,057,900 |