მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეზღუდვების გარეშე შეუძლია მონტენეგროში შესვლა, საქართველოცაა

5efc5707ba4af
ნათია თაქთაქიშვილი
02.07.20 00:20
1270
მონტენეგროს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყანა საზღვრებს გახსნის ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ასევე, იმ ქვეყნებისთვის, სადაც კორონავირუსით ინფიცირების დაბალი მაჩვენებელია. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მონტენეგროს ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით Euronews-ი ავრცელებს.

როგორც ქვეყნის ხელისუფლებაში განმარტავენ, ტურისტები, რომლებიც იმ ქვეყნებიდან გადაწყვეტენ სტუმრობას, სადაც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე 25%-ზე ნაკლებია, ქვეყნაში შესვლას საკარანტინე პირობების გარეშე შეძლებენ.

მოგზაურებს ალბანეთიდან, ბოსნია-ჰერცოგოვინადან, კოსოვოდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდან, მონტენეგროში ჩასვლისას მოუწევთ სპეციალური დოკუმენტის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი COVID-19-ით ინფიცირებულები არ არიან.

ამასთან, საფრანგეთის, ესპანეთის და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს მონტენეგროში ჩასვლისას თვითიზოლაციის გავლის ვალდებულება აქვთ.

იმ ქვეყნების სია, რომლებსაც შეზღუდვების გარეშე შეუძლია მონტენეგროში შესვლა, ასე გამოიყურება:

• ალჟირი
• ანგოლა
• ანდორა
• ავსტრალია
• ავსტრია
• ბაჰამის კუნძულები
• ბარბადოსი
• ბრუნეი
• ბულგარეთი
• ჩეხეთის რესპუბლიკა
• დანია
• ესტონეთი
• ფიჯი
• ფილიპინები
• ფინეთი
• საბერძნეთი
• გრენლანდია
• საქართველო
• ნიდერლანდები
• ხორვატია
• ინდონეზია
• ირლანდია
• ისლანდია
• იამაიკა
• იაპონია
• იორდანია
• სამხრეთ კორეა
• კამბოჯა
• ჩინეთი
• კვიპროსი
• კოსტა - რიკა
• კუბა
• ლატვია
• ლიბანი
• ლიტვა
• ლუქსემბურგი
• მადაგასკარი
• უნგრეთი
• მალტა
• მალაიზია
• მაროკო
• მავრიკი
• მონაკო
• მონღოლეთი
• მოზამბიკი
• ნიკარაგუა
• გერმანია
• ნორვეგია
• ახალი ზელანდია
• პალესტინა
• ახალი გვინეა
• პარაგვაი
• სლოვაკეთის რესპუბლიკა
• სეიშელის კუნძულები
• სენეგალი
• სლოვენია
• შვეიცარია
• ტაჯიკეთი
• ტაილანდი
• ტრინიდადი და ტობაგო
• ტუნისი
• ურუგვაი
• უზბეკეთი
• ვენესუელა
• ვიეტნამი
• ზამბია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები