მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა მოსახლეობის მოსაზრებებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია - პრეზიდენტი

637c78545b814
ინგა მურუსიძე
22.11.22 11:36
427
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, როცა სვანეთზე ვსაუბრობთ, მხოლოდ წარსულზე და მის მნიშვნელობაზე არ შეიძლება ვისაუბროთ, ეს საქართველოსთვის მომავლის რეგიონია, "რამეთუ იქ ჩვენი მთავარი სიმდიდრეა“.

განცხადება სალომე ზურაბიშვილმა „სვანეთის დღეების“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ბევრი რესურსი არ გაგვაჩნია, მაგრამ ჰიდრორესურსები ძირითადად სვანეთთანაა დაკავშირებული და დღეს თუ ვინმემ არ გაიგო, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა დამოკიდებულია ჩვენს ენერგოდამოკიდებულებაზე, იმან ვერაფერი ვერ გაიგო დღევანდელი გეოპოლიტიკური მოცემულობისა და იმისა, რა ხდება დღეს მსოფლიოში.

ბევრმა ქვეყანამ გვიან, მაგრამ უკვე გაიგო და ჩვენ ეს მოსახლეობასთან უნდა განვიხილოთ, რომ ის მოძრაობები, რაც არსებობდა, რომელიც ამ განვითარებას ხელს უშლიდა, ეს ყველაფერი დისკუსიისა და ინფორმაციის საგანია. გასაგებია, რომ მოსახლეობის მოსაზრებები და ბუნების დაცვა უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ არანაკლებ ვიდრე, ქვეყნის ინტერესი და ქვეყნის დამოუკიდებლობა. ენერგორესურსები სამომავლო, ეკონომიკური, ძალიან დიდი პოტენციალია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა სვანეთის ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი რეგიონია, სადაც ყველაფერია - კულტურა, სპორტი, ტურიზმი, ბუნება და ასე შემდეგ.

„არ შეიძლება, არ ვახსენოთ, სხვა ბუნებრივი რესურსები, პირველ რიგში, ტყე, რომელიც ჩვენი გადასარჩენია, ჩვენი დასაცავია ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ტყის რესურსი და დიდი წილი სწორედ სვანეთს უკავშირდება. ახლა მოდის საშობაო პერიოდი და უცხოეთში მილიონობით იყიდება ჩვენი ნაძვის ხე, რომელიც სვანეთიდან და რაჭიდან მოდის - ნორდმანი. მთელი ევროპა მოცულია ამ ნორდმანის ჯიშის ხეებით. ძალიან ძვირად ღირებულია და ჩვენ რატომღაც, არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. ამიტომ, ესეც ერთ-ერთი პოტენციალია“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები