მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს - EPRC

დენი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული "საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგოდამოუკიდებლობის" მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაჩვენებელი წლიდან წლამდე საგრძნობლად იკლებდა.

დოკუმენტში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ბოლო 30 წლის გზა, ამჟამინდელი მდგომარეობა, დარგის გამოწვევები და ის დიდი პოტენციალია მიმოხილული, რომელიც ქვეყანას განახლებადი ენერგიის რესურსების სახით გააჩნია. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი ელ.ენერგიის მხრივ გვაქვს, თუმცა ქვეყანა აქაც მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ქვეყანა აქაც მეზობელ ქვეყნებზეა დამოკიდებული.

მათი შეფასებით, 2012-2022 წლები საქართველოს ენერგეტიკის აღდგენასა და განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, რა დროსაც 54 ახალი სადგური აშენდა. მთლიანობაში, 2012 წლიდან 2022 წლამდე აშენებული ახალი სადგურების დადგმულმა სიმძლავრემ 1 197.474 მგვტ შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის მთლიანი დადგმული სიმძლავრის 26%, ანუ მეოთხედზე მეტი სწორედ ბოლო ათწლეულში აშენდა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2012-2022 წლებში აშენებული სადგურების 61% ჰესები, ხოლო 39% თბოსადგურები იყო. რაც შეეხება მოხმარებას, რომლებიც ბოლო ათწლეულში ყოველწლიურად იზრდებოდა, მისმა მოცულობამ 2022 წლისთვის 15 მლრდ 800 მლნ კვტ/სთ შეადგინა, მაშინ როდესაც წინა ათწლეულში ეს რიცხვი 8-9 მილიარდი იყო.

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვის ავტორები იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ პერიოდში ყველაზე მეტი ახალი სადგური აშენდა 2010 წლიდან ელ.ენერგიის იმპორტის რაოდენობა მაინც, სულ იზრდებოდა.

"ამ დროიდან მოყოლებული დღემდე გენერაციის წილი მთლიან მოხმარებაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ქვეყნის შიგნით გამომუშავებული ელ.ენერგიის წილი 89%-დან 69%-მდე შემცირდა, რაც გვიჩვენებს, რომ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების მაჩვენებელი წლიდან წლამდე საგრძნობლად კლებულობს", - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია რუსეთიდან გვაქვს შეძენილი. ბოლო ათწლეულში რუსეთიდან შეძენილმა ელექტროენერგიამ, მთელი იმპორტის 52% შეადგინა, თუმცა წლების განმავლობაში რუსეთიდან იმპორტის წილი 15%-დან 95%-მდე მერყეობდა. "საქართველოს რუსეთიდან იმპორტის ზრდა ჩვენი ელ.ენერგიაზე მზარდი მოთხოვნითაა გამოწვეული, ამავდროულად სხვა წყაროების მაგივრად რუსეთიდან იმპორტის მიზეზი შედარებით დაბალი ტარიფიცაა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.