მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

8 თვეში იმპორტირებული ელექტროენერგია თითქმის სრულად აფხაზეთმა მოიხმარა

ელექტროენერგია თბილისი

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 601.1 მლნ კვტ.სთ იმპორტი განხორციელდა, რომელიც თითქმის სრულად ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. იმპორტი თითქმის სრულად [597.80 მლნ კვტ.სთ) რუსეთიდან განხორციელდა, აზერბაიჯანიდან იმპორტის მოცულობა მხოლოდ 3,27 მლნ კვტ.სთ იყო. 

ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, იმპორტი თვეების მიხედვით ასე გადანაწილდა:

  • იანვარი - 246.955 მლნ კვტ.სთ (აქედან 243.690 მლნ კვტ.სთ აფხაზეთმა მოიხმარა)
  • თებერვალი - 207.473 მლნ კვტ.სთ (აქედან 205.018 მლნ კვტ.სთ აფხაზეთმა მოიხმარა)
  • მარტი - 145.901 მლნ კვტ.სთ (აქედან აფხაზეთმა 140.249 მლნ კვტ.სთ მოიხმარა)

აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში ქვეყანაში იმპორტის მაჩვენებელი უმნიშვნელო იყო და ჯამში 0.743 მლნ კვტ.სთ შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. ქვეყნიდან ექსპორტზე 1 336.3 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გავიდა, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი კი 94 მლნ დოლარს აჭარბებს. გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 23%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები