მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს იმპორტირებული ელექტროენერგია თითქმის სრულად ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა

64bcc1274d192
მარიამ ვარადაშვილი
23.07.23 11:29
1227

2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში 600.4 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული ბალანსიდან ჩანს, რომ აქედან 597.66 მლნ კვტ.სთ ქვეყანამ რუსეთის ფედერაციისგან მიიღო, ანუ იმპორტი თითქმის სრულად რუსეთზე მოდის.

ესკოში BMG-ის უთხრეს, რომ რუსეთიდან იმპორიტებული ელექტროენერგიიდან 589 მლნ კვტს.სთ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა მოიხმარა. მიმდინარე წლის ექვს თვეში ქვეყანამ ელექტროენერგიის იმპორტში რუსეთს ჯამში 658 ათასი დოლარი გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი იანვარში, თებერვალსა და მარტში განახორციელა.

რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველომ 756.5 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე. უშუალოდ ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობა 350.5 მლნ კვტ.სთ-მდე გაზარდა, აქედან 253 მლნ კვტს სთ-მდე საქართველომ თურქეთში გაყიდა.

ჯამში იანვარ-ივნისში თურქეთში 606 მლნ კვტს სთ-მდე მოცულობის ელექტროენერგია არის გატანილი, ანუ ექსპორტირებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი თურქეთზე მოდის.

მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ექსპორტისგან ქვეყანამ ჯამში 52.3 მლნ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები