მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის განვითარებისთვის გრძელვადიან ფაქტორებზე კონცენტრირება გვჭირდება - არჩილ მესტვირიშვილი

645bed084ccf5
ალა ისპირიანი
10.05.23 23:00
618
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს განვითარებისთვის გრძელვადიან სარგებელზე კონცენტრაცია სჭირდება.როგორც მან BMGTV -ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, ქვეყანას სამოქმედო გეგმა აქვს და განვითარება არ უნდა შეწყვიტოს.

„თუ ჩვენ მოკლევადიან სარგებელს გამოვეკიდეთ წრეზე ვიმოძრავებთ და წინ ვერ წავალთ, ამიტომ გრძელვადიან ფაქტორებზე ორიენტირება, მათ შორის კერძო ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია. გვაქვს ეკონომიკის რეფორმირების გეგმა, რომელიც ევროკავშირის დირექტივებია და მათი აპროქსიმაცია და საქართველოს რეალობაში გადმოტანა უნდა გავაგრძელოთ - ეს არის გრძელვადიანი სარგებლის მომტანი.

ევროკავშირთან ასოცირება საშუალებას გვაძლევს რეფორმები სწორი მიმართულებით წავიდეს. შეგვიძლია უკვე აპრობირებული მეთოდები გამოვიყენოთ და ჩვენ რეალობას მოვარგოთ. სამოქმედო გეგმა გვაქვს და ჯიუტად უნდა ვიაროთ წინ და გრძელვადიანი ორიენტირი არ დავკარგოთ", - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები