მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის მასშტაბით 3000-ზე მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტია რეგისტრირებული - ბექა ფერაძე

ბექა ფერაძე

მთავარი შრომის ინსპექტორის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემებით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს სამი აკრედიტებული საგამოცდო ცენტრი, სწავლების განხორციელების უფლება კი 23 ორგანიზაციას მიენიჭა - ამის შესახებ ბერაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

“რაც შეეხება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამას, საანგარიშო პერიოდში, 23 ორგანიზაციას მიენიჭა სწავლების განხორციელების უფლება და რეგისტრირებულია 3000-ზე მეტი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი”, - თქვა ფერაძემ.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მონაცემებით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამისთვის საქართველოში ფუნქციონირებს 3 საგამოცდო ცენტრი, სწავლების განხორციელების უფლება კი 29 სხვადასხვა ლოკაციაზე 23 ორგანიზაციას აქვს.

ასევე, ქვეყნის მასშტაბით აღრიცხულია 3117 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, მათ შორის, აკრედიტაციის ცენტრის მიერ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ერთიან ბაზაში ასახულია სულ 2638 სერტიფიცირებული სპეციალისტის შესახებ ინფორმაცია, ხოლო სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 479 პირია, რომელსაც უფლებამოსილება აქვს, შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ფუნქციები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები