მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის შიგნით დასაქმების ინტერესი ნაკლებია - ACT Global-ის მენეჯერი

64c5464753841
მარიამ ვარადაშვილი
29.07.23 21:31
603
ACT Global უფროსი მენეჯმენტ კონსულტანტი თეონა კუპატაძე BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში” საქართველოდან მასობრივი მიგრაციის პრობლემაზე საუბრობს.

როგორც ის ამბობს, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნესს კადრების სერიოზული დეფიციტი შეექმნება.

“ტვინების გადინება” ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო. ქვეყანაში როცა ხდება გარკეული პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებები ეს მიგრაციაზეც მოქმედებს. ამჟამად მხოლოდ პროფესიონალების გადინებაზე არ არის საუბარი. ამ ეტაპზე ადამიანები მასიურად გადიან ქვეყნიდან იქნებიან ისინი პროფესიონალები თუ დამწყებები. ანუ მოსახლეობა ცდილობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმდეს.

ამ პროცესს ადამიანური რესურსების მართვაში ჩართული ადამიანები მკვეთრად გრძნობენ და ამბობენ, რომ თუ მაგალითად ხუთი წლის წინ ერთ ვაკანსიაზე ასობით განაცხადი შედიოდა, ახლა შეიძლება ათეული განაცხადი შევიდეს. ანუ ქვეყნის შიგით დასაქმების ინტერესი ნაკლებია. აქ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ბიზნესის იმიჯი როგორია, მაგრამ ეს ტენდენცია ყველა ტიპის ბიზნესში შეიმჩნევა. ამ ტენდენციის ხალგრძლივად შენარჩუნებამ შეიძლება მოიტანოს ის, რომ ქვეყანაში სამუშაო ძალა აღარ დარჩეს და ბიზნესი თანამშრომლების გარეშე იქნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის დამფუძნებლებმა და მენეჯერებმა ხელფასის მატების გარდა სხვა კომპონენტებსაც მიაქციონ ყურარღება. პირველი და უმთავრესი ადამიანური მიდგომებით კომპანიის მართვაა”,-ამბობს თეონა კუპატაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები