მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქვრივიშვილი ენერგეტიკულ კომპანიებს შეხვდა და „ეკონომიკის განვითარების ბანკზე“ ინფორმაცია მიაწოდა - სამინისტრო

ქვრივიშვილი
24.02.26 18:26
224

"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში მოქმედი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მთავრობის ახალი ინიციატივა „ეკონომიკის განვითარების ბანკი“ იყო.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ღიაა დიალოგისთვის ბიზნესთან, მათ შორის, ენერგეტიკულ სექტორთან და მზადაა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს ყველა სტრატეგიულ საკითხში.

"მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკული ბიზნესის წარმომადგენლებს მთავრობის ინიციატივის - ეკონომიკის განვითარების ბანკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ენერგეტიკა მომავალი საფინანსო ორგანიზაციისთვის პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროს კომუნიკაცია ბიზნესთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება", - წერს სამინისტრო.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ გეგმავს, რომ საქართველოს განვითარების ფონდი და "აწარმოე საქართველოში" სახელმწიფო ბანკის სახით გააერთიანოს. ირაკლი კობახიძის თქმით, ეკონომიკის განვითარების ბანკი კლასიკური ბანკი არ იქნება, თუმცა ბანკის მსგავსი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, კონკრეტული ინსტიტუციები, რომლებიც მათ შორის განვითარების ბანკში იქნებიან გაერთიანებული, კრედიტებს გასცემენ და „ბუნებრივია ამ ფორმით გაგრძელდება ამ ბანკის ფუნქციონირებაც". მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარების ბანკი ენერგეტიკის განვითარების ფონდის „ანალოგიური ფორმით იმუშავებს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები