მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვრივიშვილი: "გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ"

60e7287c49468
BM.GE
08.07.21 20:42
880
„ჩვენი გუნდის სწორი მენეჯმენტისა და სწორი კომუნიკაციის შედეგად, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში შემოვიდა კიდევ ერთი ახალი, ცნობილი ავიაკომპანია Eurowings-ი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი WizzAir-ის ბაზა დაბრუნდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „დღის კურიერში“ სტუმრობისას განაცხადა.

„ორი კარგი სიახლეა - პირველი ყველაზე ღირებული არის ის, რომ პანდემიის მიუხედავად და სწორი მენეჯმენტის შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა ახალი, საკმაოდ ცნობილი ავიაკომპანია Eurowings-ი. პირველი მიმართულება, რაც გაიხსნა, დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაა. თუმცა, გვაქვს აქტიური მიმდინარე მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ. აქვე გეტყვით, რომ Eurowings-ის პირველი რეისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა, სავსე იყო ტურისტებით. დიახ, ასეთი მაგალითები გვიჩენს იმ დადებით მოლოდინებს, რომელიც გვაქვს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ბოლო პერიოდში იყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში WizzAir-ის ბაზის დაბრუნებას უკავშირდება.

„გვახსოვს, რამდენად მტკივნეული იყო თითოეული ჩვენგანისთვის კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ბაზის გასვლა ქუთაისის აეროპორტიდან და დიახ, სწორი მენეჯმენტით მოვახერხეთ ის, რომ პანდემიის მიუხედავად, WizzAir-თან სწორი კომუნიკაციით და იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, WizzAir-ის ბაზა რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები და ურთიერთობები პროაქტიულად გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები