მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა აჩვენა თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მოკვლევამ?

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა. სააგენტომ კონკურენტული გარემო ბუნებრივი გაზის საცალო, თხევადი გაზის იმპორტის და საცალო სარეალიზაციო დონეზე შეაფასა.

ასევე, დეტალურად შეისწავლა საცალო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ფასწარმოქმნა და პროდუქტის თვითღირებულება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით კი დადგინდა, რომ 2019-2022 წლებში, როგორც თხევადი ასევე ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარზე ფასის ცვლილება განპირობებული იყო საბაზრო ფაქტორებით და საცალო ფასის ცვლილება კორელაციაშია მასზე მოქმედ ძირითად ფაქტორთან.

სტუმარი: ირაკლი ლექვინაძე - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი