დედაქალაქის ყველაზე სწრაფი გადაადგილების საშუალებაზე, მეტროზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ჩვენს მოსახლეობას და არა მხოლოდ, 58 წელია ემსახურება. ამ დროის განმავლობაში, არაერთი სადგურის დამატებასთან ერთად, მეტროპოლიტენში მომხდარი არაერთი არასასიამოვნო ინციდენტის მოწმენიც გავმხდარვართ, მაგალითად ვარკეთილის მეტროში ჩამოშლილი ჭერი და სხვა. მთავრობაც, მრავალი წელია დედაქალაქის მიწისქვეშა ტრანსპორტი განახლებას გვპირდება და მეტროს მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებაზე მუშაობს. საინტერესოა, რატომ მუშაობს თბილისის მეტროპოლიტენი ხარვეზებით და რამდენად უსაფრთხოა გადაადგილება.