ბედნიერებაა გაგაჩნდეს ის, რისთვისაც ღირს ბრძოლა.- დაწერა რამდენიმე დღის წინ საქმიანი დილას ამ ბლოკის სტუმარმა, რომელსაც თავისი საქმით და ბიზნესით საქართველოს ეკონომიკისთვის არაერთი აგური აქვს დადებული და მისი პოზიცია არც გამკვირვებია, როცა აუდიტორიებიდან პროტესტზე გამოსული სტუდენტებისთვის განათლების მიცემა რუსთაველის გამზირზე გადაწყვიტა. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი ბიზნესები საქართველოდან, რეგიონის ქვეყნებიდან, ევროპიდან თუ სხვა და სხვა კონტინენტებიდან ყოველწლიურად საგამოფენო სივრცეში სხვა და სხვა თემატურ გამოფენებზე იყრიან თავს. ათეულობით ბიზნესის შეკრებით და ზოგჯერ ერთეულებთან ერთად დაწყებული გამოფენებიც გვახსოვს და რამდენიმე ასეულამდე გაზრდილი ინტერესიც. რა აინტერესებთ ბიზნესებს საქართველოში და რა საფრთხეებს ხედავენ დღეს?
სტუმარი: რესან ქიქავა - Expo Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი