ლარი გამყარებას აგრძელებს. მეორე დღეა ეროვნულმა ვალუტამ დოლართან და ევროსთან მიმართებით პოზიცია გაიმყარა. ხუთშაბათის ვაჭრობაზე, დოლარის მიმართ ლარი 0.7 თეთრით გამყარდა, შედეგად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.80 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს. ლარი მასთან მიმართებით 1.06 თეთრით გამყარდა და ევროს ღირებულება 3 ლარია. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ ბოლო კვირებში არსებული აჟიოტაჟი დროებითია, ეკონომისტებისთვის კი დროებით ლარის გამყარებაა. ექსპერტების ნაწილი ელის, რომ წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტა საკმაოდ გაუფასურდება, ნაწილი კი ლარის მერყევ პოზიციას ელის.