ლარი დღესაც გამყარდა, ერთი დოლარის ფასი 2 ლარი და 80 თეთრია. ევროსთან მიმართებით ეროვნული ვალუტის პოზიციები დღეს 1 თეთრით და 6 მეასედით გაუმჯობესდა და ევროს ფასი 3 ლარია. ეროვნული ბანკი ბოლო კვირების განმავლობაში ლარის გაუფასურების ტრენდის შემობრუნებას დროებითი აჟიოტაჟის ეფექტის განეიტრალებით ხსნის. ეკონომისტები სამომავლო პროგნოზებთან დაკავშირებით არაერთგვაროვან მოლოდინებზე მიუთითებენ.