მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა (არ) შესრულდა EU-ს 12 რეკომენდაციიდან? - სტატუსმეტრი

6441074839e59
მარიამ ვარადაშვილი
20.04.23 13:34
818
ცხრა ორგანიზაციამ შეფასების დოკუმენტი - სტატუსმეტრი მოამზადა, რომელიც ხელისუფლების მიერ 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ მდგომარეობას აფასებს. საუბარია ევროკომისიის რეკომენდაციებზე, რის საფუძველზე ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.

შეუსრულებელი პირობები: დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო; მედიის თავისუფლება; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.
ნაწილობრივ შესრულებული პირობები: ანტი-კორუფციული ზომები; საარჩევნო და ინსტიტუციური რეფორმები; დამოუკიდებელი სახალხო დამცველი; მოწყვლადი ჯგუფების დაცვა.
მეტწილად შესრულებული პირობები: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; გენდერული თანასწორობა.
სრულად შესრულებული პირობები: ECHIR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება.

სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. თითოეული პირობის ირგვლივ ამჟამად არსებული მდგომარეობის აღწერასთან ერთად, დოკუმენტი დარჩენილი გამოწვევებისა და პრობლემების ჩამონათვალსაც მოიცავს. სტატუსმეტრი შემდეგი ორგანიზაციების შეფასებებს ეფუძნება: ღია საზოგადოების ფონდი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; სასამართლოს გუშაგი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საფარი.

ორგანიზაციების შეფასებით, არ გატარებულა რეფორმები საარჩევნო ბარიერთან და ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით ; ისევ პრობლემად რჩება სააკაშვილისა და გვარამიას საქმეები; გრძელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება; საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი კანონების მიღება პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს; პოლიტიკური პროცესები 2024 წლის არჩევნების წინ მკვეთრად პოლარიზებული რჩება; 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთება არ არის გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები