მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის დღეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? - IRI-ს კვლევა

63693a3dc8664
ალა ისპირიანი
07.11.22 21:05
813
კითხვაზე - რა არის დღეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა? - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოქალაქეების მიერ დასახელებულ პასუხებს შორის ხუთი უმთავრესი პრობლემაა: უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე, ომი და განათლებაა.

აღნიშნული პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება: 

უმუშევრობა - 41%;
მაღალი ფასები - 18%;
სიღარიბე - 7%;
გარე კონფლიქტები/ომი - 5%;
განათლება - 2%;

შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა IPM-მა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები