მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის გიგ-ეკონომიკა, ვინ არიან დამოუკიდებელი კონტრაქტორები და რა გამოწვევების წინაშე დგას თავისუფალი დასაქმების პლატფორმა? ®

6155be3f51137
BM.GE
30.09.21 17:48
2179
რა არის გიგ-ეკონომიკა?

გიგ-ეკონომიკა ეკონომიკური და სოციალური საქმიანობაა, რომელსაც დამოუკიდებელი კონტრაქტორები ახორციელებენ. როგორც წესი, ეს საქმიანობა პლატფორმების საშუალებით ხორციელდება. ასეთ პლატფორმებს კი, ძალიან ხშირად, ონლაინმაღაზიები ან ტექნოლოგიური კომპანიები წარმოადგენენ.

უკანასკნელი 1.5 წლის განმავლობაში, COVID-19 პანდემიის პირობებში მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი დადგა. სრულიად შეცვლილი ყოველდღიური ცხოვრების რეალობაში, გიგ-ეკონომიკის წარმომადგენლებმა: მძღოლები, ტაქსისტებმა, კურიერებმა, მომსახურების სფეროს წარმომადგენლებმა და ა.შ., კიდევ ერთხელ დაანახეს ადამიანებს, რომ ისინი სამუშაო ძალის მთავარი ნაწილი არიან.

სპეციფიკიდან გამომდინარე, რთულია გიგ-ეკონომიკაში ჩართული ადამიანების რაოდენობის განსაზღვრა, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს, ამერიკის ზრდასრული მოსახლეობის 34%, გარკვეულწილად დამოუკიდებელი კონტრაქტორი იყო. თუმცა, 2020 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 43%-მდე გაიზარდა.

როგორ მუშაობს გიგ-ეკონომიკა?

მიზეზი, რის გამოც, ადამიანები გიგ-ეკონომიკაში დასაქმებას ირჩევენ, საკმაოდ მარტივია. როგორც წესი, მოსახერხებელი გრაფიკი, არატრადიციული სამუშაო გარემო, ნაკლები ვალდებულებები და თავისუფლება მიმზიდველია თანამედროვე დასაქმებულებისთვის.

სხვა მრავალ ფსიქო-ემოციურ მიზეზებთან ერთად, ტექნოლოგიური პროგრესი გახდა გიგ-ეკონომიკის აღნიშნული პოპულარობის საფუძველი. თუმცა, თუ გულწრფელად შევაფასებთ, ჯერ კიდევ არსებობს გაურკვევლობა, თუ როგორ ხდება ამ მნიშვნელოვანი ტიპის სამუშაოს კლასიფიკაცია და დაცვა.

მსოფლიო გამოცდილება

გიგ-ეკონომიკის ზრდასთან ერთად, სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია თანხმდება, რომ აუცილებელია დასაქმებულებისთვის სადაზღვეო პაკეტის, პროფესიულ გადამზადებასა და ტრენინგების, სამართლებრივ საკითხებში გარკვევის შეთავაზება. ასევე, დასაქმებულების საჭიროებების იდენტიფიკაცია და უზურნველყოფა.

ძირითადი პრობლემა, რომელსაც გიგ-ეკონომიკაში დასაქმებული ადამიანები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აწყდებიან, ის არის, რომ ისინი დამოუკიდებელ კონტრაქტორებად არიან გაფორმებულები და ხშირ შემთხვევაში არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია რას ნიშნავს ეს ვალდებულება - რა პასუხისმგებლობა აქვთ მათ კომპანიისა თუ სახელმწიფოს წინაშე, ხოლო მეორე მხრივ, რა ვალდებულება აქვთ დასაქმებულის წინაშე.

სწორედ ამ მიზეზით, მიმდინარე წლის დასაწყისში, დაიწყო აქტიური საუბარი გიგ-ეკონომიკის ახალ სტანდარტზე, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს პრინციპებს, რომლებიც სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია: სამსახურის მოქნილობა და კონტროლი, ღირსეული ხელფასი, შესაბამისი შეღავათებისა თუ დაზღვევის შესაძლებლობები და მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა საზოგადოებაში.

მაგალითად, საქართველოში კარგად ნაცნობი საერთაშორისო კომპანია Glovo, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ოპერირებს, როგორც ევროპის, ასევე, ლათინური ამერიკისა და აფრიკის მასშტაბით. ჯამში, კომპანიაში 25 000-ზე მეტი კურიერია დასაქმებული. სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, ისინი Glovo-ს პარტნიორები არიან და ყველა იმ ბენეფიტით სარგებლობენ, რაც გიგ-ეკონომიკას გააჩნია. რაც შეეხება პრობლემებს, Glovo მათ არ უგულებელყოფს. უფრო მეტიც, კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ სურთ სისტემის გაუმჯობესება ყველასთვის, განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი კონტრაქტორებისთვის. სწორედ ამიტომ, სფეროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, Glovo-მ ახალი პროექტი, European Purpose Project, წამოიწყო, რათა შრომის პრაქტიკა გააუმჯობესოს და სოციალური უფლებები დაიცვას.

ფაქტი ერთია, ახალ, ციფრულ სამყაროში, სადაც კომუნიკაცია გაცილებით სწრაფი და მარტივი გახდა, ხოლო სიტყვა „ონლაინ“ ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს მოერგო, ტრადიციულ კორპორაციულ ურთიერთობებზე დასაქმებულებიც უარს ამბობენ და უპირატესობას, თავისუფალ საქმიანობას ანიჭებენ. მოსახერხებელი, ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული გრაფიკი და თავისუფალი სამუშაო გარემო მიმზიდველია თანამედროვე ადამიანებისთვის. სფეროს ზრდასთან ერთად, არსებული პრობლემები ნამდვილად გამოიკვეთა, ხოლო კომპანიებმა, მათი გადაჭრის გზებზე აქტიური საუბარი დაიწყეს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები