მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის ჰარმონია? - ნიკა ჯაფარიძე პროექტზე The Lake-ტბა

ვიწყებთ ჩვენი პარნტიორი კომპანიის "პლეისმეიქერსის" საეტაპო პროექტის, ზე ლეიქის შესახებ მომზადებული მოკლე ვიდეობის რეტროსპექტივას და გადმოცემას. მიღმა იმისა, რომ ამ პროექტში ჩაერთო მსოფლიოში ერთერთი გამორჩეული ნორვეგიული არქიტექტურული ბიურო სნოჰიტა, ნოდარ ადეიშვილმა და ზურაბ ფიჩხაიამ დაინტერესებული ინვესტორების გარდა მოახერხეს და პროექტის ირგვლივ გამორჩეული ქართველი პროფესიონალებიც შემოიკრიბეს. ზე ლეიქის ვილების არქიტექტურულ კონცეფციასა და განაშენიანებაზე ხუთი წამყვანი არქიტექტორი მუშაობს. თითოეული მათგანი ინდივიდუალურ მიწის ნაკვეთზე უნიკალური ვილის არქიტექტურულ კონცეფციას შექმნის და საკუთარ ხედვას გააცოცხლებს. ნიკოლოზ ჯაფარიძე, საერთაშორისო არქიტექტურული სტუდიის Architects of Invention-ის დამფუძნებელი, ერთ-ერთია იმ არქიტექტორებს შორის, რომლებიც პროექტს შეუერთდნენ და ექსკლუზიური ვილის კონცეფციას საკუთარი უნიკალური ხედვით ქმნიან.მისი პორტფოლიო აერთიანებს 90-ზე მეტ პროექტს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენ პირველ ვიდეოში სურს გაგაცნოთ რას ფიქრობს პროექტზე ზე ლეიქ და ზოგადად, რას ნიშნავს მისთვის ჰარმონია - ჩვენი პირველი გმირი, არქიტექტორი ნიკა ჯაფარიძეა, რომელიც თბილისსა და ლონდონში მოღვაწეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები