მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის კრიპტო ჩექაუთი და როგორ გამოვიყენოთ ის საქართველოში?

63aeca8b44e3c
BM.GE
30.12.22 15:28
1072
უკვე დიდი ხანია კრიპტომოყვარულები დეცენტრალიზებული ვალუტების რეალურ სამყაროში გამოყენების მეტ შესაძლებლობებს ელიან. კრიპტო მფლობელების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ კრიპტო გადახდების მომავალია და სურთ შესაძლებლობა ჰქონდეთ გადახდა კრიპტოს გამოყენებით განახორციელონ.

კრიპტო ჩექაუთი (Crypto Checkout) ონლაინ შოპინგის მოყვარულებს საშუალებას აძლევს კრიპტოვალუტით გადაიხადონ სასურველი პროდუქტის ღირებულება. მსოფლიოში უამრავი კომპანია იღებს კრიპტოვალუტის გადახდებს, მაგალითად: ვიკიპედია, მაიკროსოფტი, სტარბაქსი.

საქართველოში ამ სერვისი გამოყენება MyCoins-ის მომხმარებლებს სხვადასხვა ქართულ პლატფორმებზე შეუძლიათ: MyMarket, Vendoo, Swoop, iPlus, Beko. პროცესი მარტივი და სწრაფია - არ გჭირდებათ ბარათის მიმაგრება, ამის ნაცვლად, საჭიროა მხოლოდ გადახდისას MyCoins-ის ანგარიშზე ავტორიზაცია და იმ კრიპტოვალუტის მითითება, რომლითაც გსურთ გადახდა. არჩეული კრიპტოვალუტა იმ დღეს არსებული კურსით დაკონვერტირდება.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები