მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის მთავარი მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაში - ვახუშტი მენაბდის მოსაზრება

იურისტი

იურისტი ვახუშტი მენაბდე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, ხმის ფარულობის დარღვევა დადასტურდა. იურისტის თავის მოსაზრებას აქვეყნებს, რა არის მთავარი ამ გადაწყვეტილებაში.

"რამდენიმე წუთის წინ სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაის სარჩელი და ბათილად ცნო ელექტრონულად ჩატარებული არჩევნები ორ ოლქში (წალკასა და თეთრიწყაროში).

1.ახლა უკვე სამართლებრივად დადასტურდა, რომ არჩევნების ფარულობის პრინციპი დაირღვა. საუბარია 30 უბანზე და დაახლოებით 10 ათას ხმაზე;

2. ეს ნიშნავს. სასამართლომ თქვა, რომ 10 ათას საქართველოს მოქალაქეს არაკონსტიტუციურ გარემოში მოუხდა ხმის მიცემა;

3. აქ საინტერესო ის არის, რომ ფარულობა არ არის მხოლოდ წალკის და თეთრიწყაროს პრობლემა, არამედ ყველა სხვა ოლქის;

ნაადრევად არ უნდა გავიხარდეს. არცერთ სხვა ოლქში საიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ესეც ერთიც სააპელაციომშეიძლება გააუქმოს, მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ უკვე გვაქვს არა მხოლოდ დამკვირვებლების და ჩართული მხარეების დასკვნები, არამედ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ 10 ათასს ადამიანის არჩევანის ფარულობა ვერ უზრუნველყო საარჩევნო ადმინისტრაციამ და მათ კონსტიტუციის დარღვევით მიაცემინეს ხმა", - წერს ვახუშტი მენაბდე.

შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საიას სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები