მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის "საქართველოს ბანკის" ახალი პროდუქტი "გარანტირებული შენაძენი"?

BM.GE
29.09.21 11:13
549
უძრავი ქონების ბაზარზე 2021 წლის ამ დროსთვის არსებული შედეგებით მოთხოვნა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მცირედით გაზრდილია, მომატებულია ფასებიც. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ფაქტია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მსურველთათვის საბოლოო შედეგია მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ხელმისაწვდომობა. სამშენებლო დეველოპერულმა სექტორმა კრიზისული 20-21 ის გამოწვევებზე გამკლავება ჯერჯერობით მოახერხეს, თუმცა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის მსურველებში ნეგატიური განწყობების დაძლევა მარტივი როგორც ჩანს მაინც არ არის.

მათთვის ვისაც ყველა რისკის გადაზღვევა სურს, საქართველოს ბანკს "გარანტირებული შენაძენის " შეთავაზება აქვს. „გარანტირებული შენაძენი“ ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, მომხმარებელს ზარალს ბანკი სრულად აუნაზღაურებს. რა გახდა პროდუქტის შექმნის მთავარი მოტივაცია? 

სტუმარი: ზურაბ მასურაშვილი - საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები