მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო სეკურიტიზაციის განვითარებისთვის საქართველოში?

სეკურიტიზაცია

რა არის საჭირო საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარებისთვის და რა ფაქტორები აფერხებს პროცესს, Galt&Taggart-ის საკონსულტაციო მიმართულების უფროსის მოადგილე თამთა გორგაძემ BMGtv-ის გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" ისაუბრა.

Galt&Taggart-მა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მარდაჭერით საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების კვლევის შედეგები წარადგინა.

გორგაძე ამბობს, რომ პროდუქტის ცნობადობის ნაკლებობასთან ერთად, პრცოსის განვითარებას ხელს უშლის ბაზარზე ინსტიტუციონალური ინვესტორების ნაკლებობაც.

" საქართველოში სეკურიტიზაციის სტატუსი საწყის ეტაპზეა. თუმცა ვფიქრობთ რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, რომ მომავალში სწორად განვითარდეს. პირველი გადადგმული ნაბიჯია საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც სინთეტიკური სეკურიტიზაციის მიმართულებით გადადგმულია. რაც შეეხება ტრადიციულ სეკურიტიზაციას აქ საკანონმდებლო ჩარჩო 2023 წელს მივიღეთ, თუმცა გარკვეულ დამაზუსტებელ ნორმატიულ აქტებზე კვალვ მიმდინარეობს მუშაობა და ვფიქრობთ, მომავალ თვეებში ამაზე მშაობაც დასრულდება.

ამ მიმართულებით დაგვიანებული არაფერია და ვიტყოდი, რომ ყველაფერი საუკეთესო წინ არის. ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი პრობლემების გამოვლენა იყო. შემაფერხებელ ფაქტორთანაგან, პირველ რიგში პროდუქტის ცნობადობის ნაკლებობა უნდა აღინიშნოს. როცა პოტენციურ მოთამაშეებს გავესაბრეთ, აღმოჩნდა, რომ მათაც არ აქვთ ცოდნა. ერთ-ეთი დიდი პრობელმა ასე არის ინსტიტუციონალური ინვესტორების ნაკლებობა. ეს პროდუქტი მათთვის არის განკუთვნილი და სამყაროდ ისინი არ გვყავს" - განაცხადა გორდაძემ BMGtv-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, სეკურიტიზაცია გულისხმობს სამომავლოდ მისაღები თანხების (ფულადი ნაკადების) ფასიან ქაღალდებად გადაქცევას და შესაბამისად, დღეს განაღდებას.