მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის საჭირო წიაღის სექტორის განვითარებისთვის? - მაია ზავრაშვილის მოსაზრება

მაია ზავრაშვილი

Colliers Georgia MMS-ს მმართველი პარტნიორის, მაია ზავრაშვილის თქმით, საქართველოში ბუნებრივი ქვების წარმოების თვალსაზრისით, უცხოელი ინვესტორების მხრიდან არის პერიოდული დაინტერესება, მაგრამ ეს ზოგადად ქვეყანაში საინვესტიციო გარემოზეა დამოკიდებული.

„წიაღის სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო და ზოგადად ქვეყანაში არსებული ვითარება. ინვესტორისთვის საჭიროა ის იურისდიქცია, რომელიც მას სტაბილურობას მოუტანს. ამას გარდა, მნიშვნელოვანია მადნების ხარისხიც, რომელშიც ინვესტორმა უნდა ჩადოს ფული“, - აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბუნებრივი ქვის წარმოების მიმართულება ნელ-ნელა ვითარდება და ამ მხრივ ექსპორტიც აქტიურდება. მათ შორის გამორჩეულია კირქვის ექსპორტი, რომელზეც Colliers Georgia MMS-ი მუშაობს. ხოლო წარმოებით, კირქვას კომპანია “ზოდის” ჯგუფში შემავალი “ლაიმსთოუნ ჯორჯია” აწარმოებს.

როგორც ზავრაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, Colliers Georgia MMS-ი ამჟამად მუშაობს ერთ-ერთ საინვესტიციო ლატვიურ ჯგუფთან, სამეგრელოში გრანიტბაზალტის წარმოების მიმართულებით. შესაბამისი საწარმოს ამუშავებისთვის და გრანიტის ფილების წარმოების დაწყებისთვის დაახლოებით 6 მლნ დოლარი იქნება საჭირო.

„საორიენტაციოდ გრანიტბაზალტის ბლოკების საწარმოებლად კარიერის გამართვისთვის საჭიროა 1,8-2 მლნ დოლარის ინვესტიცია, ხოლო თუ გადამუშავება და ფილების წარმოება გინდა, დამატებით 4 მლნ დოლარი ჯდება. ჯამში, დაახლოებით 6 მლნ დოლარია საჭირო იმისთვის, რომ საკარიერო მეურნეობა ააწყო. ამაზე მიმდინარეობს უკვე მუშაობა ლატვიელებთან, ინვესტიციების ნაწილი უკვე განხორციელებულია, საგზაო ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგია მოწესრიგდა და ვნახოთ, რა იქნება“, - განაცხადა მაია ზავრაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები