მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის სეკურიტიზაცია და რა სარგებლობა მოაქვს ეკონომიკისთვის?

სეკურიტიზაცია

Galt&Taggart-მა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მარდაჭერით საქართველოში სეკურიტიზაციის განვითარების კვლევის შედეგები წარადგინა.

Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი, კვლევის თანაავტორი თათია მამრიკიშვილი BMGtv-ის გადაცემაში ,,ბიზნესის კვირეული" განმარტავს რა არის სეკურიტიზაცია და როგორია მისი ეკონომიკური სარგებელი.

ყველაზე მარტივი ეკონომიკური გაგებით, სეკურიტიზაცია გულისხმობს სამომავლოდ მისაღები თანხების (ფულადი ნაკადების) ფასიან ქაღალდებად გადაქცევას და შესაბამისად, დღეს განაღდებას.

" სეკურიტიზაცია, ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება კომპანიას მომავალში მისაღები ფულადი ნაკადების მონეტიზაცია მოახდინოს დღეს. ანუ, კომპანიას რომელსაც აქვს აქტივები, რომლებიც მუდმივად აგენერირებენ ფულად ნაკადებს შეუძლია, სხვა ჩართული მხარეების დახმარებით გამოუშვას ამ აქტივებით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდები და მოიზიდოს რესურსი. ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, პირობითად ფინანსური ინსტიტუტი, ბანკი რომელსაც აქვს იპოთეკური სესხებით უზრუნველყოფილი პორტფელი, ეს პორტფელი შეუძლია გადაიტანოს ერთეულში რომელიც დაეხმარება ამ პორტფელით უზრუნველყოფილი ფასიანი ქაღალდის გამოშვებაში და ამით ფინანსური რესურსის მოზიდვაში" - განაცხადა მამრიკიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები