მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის SEO და რა სარგებელს აძლევს ის ბიზნესს? - Rank Pilots-ის განმარტება

SEO
სტატიაში საუბარია:

ინტერნეტის ეპოქაში, კონტენტის გაზიარების მთავარ წყაროდ საძიებო სისტემები იქცა, რომელთა შორის უმთავრესი - Google-ია და მასზე ბაზრის 90% მოდის. Google-ის მიერ დაკავებულ ბაზრის ამგვარ წილს, ცხადია, კომპანიის ისტორიაც განაპირობებს, მაგრამ დღემდე დომინანტურ პოზიციაში ყოფნა იმ ჭკვიანი ალგორითმების დამსახურებაა, რომელთაც კომპანია იყენებს.

სწორედ ჭკვიან ალგორითმებს ეფუძნება ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, რომლის შესახებ, დარწმუნებული ვარ, ყველას გვსმენია, მაგრამ მისი რეალური მუშაობის პრინციპის შესახებ ცოტა რამ ვიცით. ეს საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის სისტემა, იგივე SEO-ა, რომლის გარეშე, კონტენტი, რომელსაც ინტერნეტში ვდებთ, ინტერნეტის უსასრულო ქსელში იკარგება, რაც რესურსების ფლანგვაა.

მაშ, რა არის საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, როგორ უნდა დავგეგმოთ SEO-სტრატეგია და რა სარგებელს უქმნის ჭკვიანი ალგორითმების სწორად გამოყენება ბიზნესს? - ამ თემებზე TECH INFORM-ში SEO-სააგენტო Rank Pilots-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ლუკა ცხადაძემ ისაუბრა.

“საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, იგივე SEO კომპლექსური და მრავალმხრივი პროცესია, რომლის საბოლოო მიზანს საკვანძო სიტყვებზე მოწინავე პოზიციის დამყარებით Google-ში ხილვადობის გაზრდა წარმოადგენს, ნებისმიერი ბიზნესისთვის.

კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გარდასახვადი, ე.წ. “Convertible” ტრაფიკი სწორედ Google-ის საძიებო სისტემიდან მოდის, რაც კომპანიას ეხმარება, როგორც ახალი კლიენტების მოზიდვაში, ასევე შემოსავლის ზრდაში.

ძალიან გამიჭირდება ისეთი ბიზნესი დავასახელო, რომელსაც ვებგვერდი აქვს და ნებისმიერი სახის პროდუქტსა და სერვისს ყიდის და SEO არ სჭირდებოდეს. ჩვენ ყველა ნიშის ადგილობრივ და საერთაშორისო ვებგვერდებს ვემსახურებით და პორტფელიც, შესაბამისად, მრავალფეროვანია.

SEO სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება აუცილებელია ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელსაც ვებგვერდი აქვს და სურს, რომ კლიენტმა ის ინტერნეტში იპოვოს. მასშტაბი, რასაკვირველია, ნიშისა და კონკურენციის მიხედვით განსხვავდება, მაგრამ აუცილებლობის წინაშე ყველა ბიზნესი დგას”, - აღნიშნა ლუკა ცხადაძემ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები