მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა არის თბილისის ტრანსპორტის გენგეგმა - მერის მოადგილის განმარტება

5d8b904ff39ba
დავით ჯალაღონია
25.09.19 20:33
2450
თბილისის მერია აზიის განვითარების ბანკთან და დანიურ კომპანია „რამბოლთან“ ერთად დედაქალაქის ტრანსპორტის გენერალურ გეგმაზე მუშაობას იწყებს.

როგორც მერის მოადგილემ მაია ბითაძემ გადაცემაში „საქმის კურსი“ გენგეგმის მიზნებზე საუბრისას განაცხადა, ეს დოკუმენტი იქნება ღერძი ურბანულ გენერალურ გეგმასთან ერთად, რომელიც სატრანსპორტო სფეროში ქალაქის განვითარების ხედვებს წარმოადგენს.

„მარტივად რომ ავხსნათ, რაზე არის საუბარი - მოგეხსენებათ, რომ დღეს ცალკე დავიწყეთ ქუჩების დაპროექტება სატრანსპორტო, საფეხმავლო, საველობილიკო გამართულობის, გამავლობისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტთან წვდომადობის კუთხით. ეს არის ლოკალურად, უბენებისა და ქუჩების მიხედვით.

რაც შეეხება ტრანსპორტის გენერალურ გეგმას, ეს არის დოკუმენტი, რომელიც 15-წლიან განვითარების პერსპექტივის სხვადასხვა სცენარებს დადებს და გამოავლენს იმ ძირითად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც ქალაქში მომავალი 15 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გზა, ხიდი, მიწისზედა მეტრო, ან ზოგადად მეტროს ახალი ხაზი, ასევე საბაგიროს ახალი ხაზი. თავის მხრივ, ეს ცვლილებებს შეიტანს მოქმედ გენერალურ გეგმაში.

გარდა ამისა, სატრანსპორტო გენერალური გეგმა მხოლოდ თბილისს არ მოიცავს, ეს არის თბილისის აგლომერაცია მცხეთისა და რუსთავის ჩათვლით. სატრანსპორტო სცენარები უნდა გადაწყდეს ასევე, ამ ქალაქებიდან თბილისში მომავალი სატრანსპორტო ნაკადების გათვალისწინებით“, - განმარტა მაია ბითაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები