იცით თუ არა, როდის და რომელ ასაკში დაიწყო კაპიტალის დაგროვება და რეალური ზრდა, მსოფლიოში ცნობილმა და ბევრისთვის სამაგალითო უორენ ბაფეტმა? პატარა უორენმა გარჯა და შრომა ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაიწყო, და პირველი თანხა, 5 ათასი დოლარის კაპიტალით, 14 წლის ასაკში შეიქმნა. პირველი მილიონი კი - 30 წლის ასაკში. აი რაც შეეხება პირველ მილიარდს, უორენ ბაფეტი და მისი ლეგენდარული კომპანია "ბერკშაია ჰეთევეი" ინვესტორთა კლუბში ადგილს, მხოლოდ 52 წლის ასაკში და მილიარდერთა კლუბში კი - 56 წლის ასაკში იმკვიდრებს.