მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ასაკში გახდნენ მილიარდერები მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენები?

649016c668c6d
ნინი ლონგურაშვილი
21.06.23 00:00
623

პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის ქართველებიც არიან – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება $4.9 მილიარდად, ხოლო ყაზახური ფინტექ-კომპანიის, Kaspi-ს თანადამფუძნებლის, მიხეილ ლომთაძის ქონება $3.6 მილიარდადაა შეფასებული.

ცხადია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგიდან კიდევ არაერთი საინტერესო ტრენდის ამოღება შეიძლება, მათ შორის გენდერული ბალანსისა და წარმომავლობის ტენდენციების, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ხშირად, მედიის ყურადღების მიღმა რჩება – მილიარდერების წლოვანება. მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის საშუალო ასაკი 67.5 წელიწადს, ხოლო მედიანური ასაკი – 66 წელიწადს შეადგენს. ყველაზე მდიდარ მილიარდერებს შორის უხუცესი ოთხმოცდათორმეტი წლის უორენ ბაფეტია, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა – 30 წლის მარკ მატეშიცია, Red Bull-ის მემკვიდრე.  ახალგაზრდა მილიარდერის ქონება, თითქმის 35 მილიარდი აშშ დოლარია.

რაც შეეხება მსოფლიოს წამყვან ბიზნესმენებს, თუ რა ასაკში მიაღწიეს მათ მილიარდერის სტატუსს, ასე გამოიყურება:

მარკ ცუკერბერგი: 23

ივან შპიგელი: 25

ლარი პეიჯი: 30

სერგეი ბრინი: 31

ბილ გეიტსი: 31

რაიანა: 33

თაიგერ ვუდსი: 33

ჯეფ ბეზოსი: 35

ლებრონ ჯეიმსი: 37

სტივ ბალმერი: 38

ჯეი ქეი როულინგი: 38

მარკ კუბანი: 40

ელონ მასკი: 41

რიჩარდ ბრენსონი: 41

მეგ ვითმანი: 42

შერილ სენდბერგი: 44

ჯიმ უოლტონი: 44

ჯეკ მა: 45

გაუტამ ადანი: 46

ბერნარ არნო: 48

ლარი ელისონი : 49

ოპრა უინფრი: 49

კარლოს სლიმი: 51

მაიკლ ჯორდანი: 51

მაიკლ ბლუმბერგი: 52

ჯორჯ ლუკასი: 52

უორენ ბაფეტი: 56.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები