USAID-ის ბედი კვლავ ბუნდოვანია. ამ დროისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტის ზედამხედველობის ქვეშ იქნება. თუმცა რა ფორმით გააგრძელებს USAID ფუნქციონირებას და პროგრამების დაფინანსებას მათ შორის საქართველოში, ჯერ უცნობია. არადა სააგენტო ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დონორი იყო. ქართველი ბენეფიციარები ამბობენ, რომ USAID-ის ჩანაცვლება რთულია და პროექტების გაგრძელებას იმედოვნებენ