მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ბედი ეწევა დამწვარ "შრომითი რეზერვების სპორტულ დარბაზს"?

შრომითი რეზერვების სპორტული დარბაზი

შრომითი რეზერვების სპორტულ დარბაზში, რომელშიც 5 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს - ამის შესახებ BM.GE-სთან დარბაზის მმართველი კომპანიის, შპს "დევიქალის" დირექტორმა, ზურაბ ბერძენიშვილმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ შრომითი რეზერვების სპორტული დარბაზი, შპს "დევილაქის" მმართველობის ქვეშაა, რომლის დირექტორიც - ზურაბ ბერძენიშვილია, ხოლო კომპანიის 100%-ის წილის მფლობელი, დავით ბერძენიშვილი.

კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეაბილიტაციისთვის საჭირო ინვესტიციისა და ზარალის რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, რადგან ექსპერტები ზარალს ითვლიან და კვლევას ატარებენ.

„ამ ეტაპზე, ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც შენობის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება“, - ამბობს ბერძენიშვილი.

BM.GE-ს კითხვაზე, გავრცელებული ჭორი, რომ შენობა სხვა დატვირთვას მიიღებს და მის ადგილას სავაჭრო ცენტრი ან კორპუსი უნდა აშენდეს, ბერძენიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და შრომითი რეზერვების სპორტულ დარბაზი კვლავ ისევ გააგრძელებს ფუნქციონირებას.

შპს "დევიქალის" დირექტორის ინფორმაციით, ყველა დეტალის შესახებ, სავარაუდოდ უახლოეს 1 თვეში იქნება ცნობილი, როდესაც ზარალის დათვლის ეტაპი დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები