მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რა დააშავა [ბიძინა ივანიშვილმა], რატომ უნდა დასანქცირდეს?!" - ირაკლი რუხაძე

რუხაძე

ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ქართულ ბიზნესს დააზიანებს. ამის შესახებ მან "TV პირველთან" განაცხადა.

რუხაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საფუძველი არ არსებობს. ასევე აღნიშნავს, რომ საკუთარ სანქცირებასაც არ ელის და სანქციები არ მუშაობს.

"რა თქმა უნდა, ნებისმიერი სანქცია, რომელიც თან არ მუშაობს და უტვინოა, რა თქმა უნდა, დააზიანებს [ბიზნესს]. [სანქციები] რა თქმა უნდა, არ მუშაობს. მე ჩემს სანქციებს არ ველოდები, სანქციები რომ არ მუშაობს, შეგიძლიათ უამრავი წაიკითხოთ ეკონომისტების აზრი. რუსეთში იმუშავა სანქციებმა?! არა, რა თქმა უნდა.

რატომ [უნდა გამკაცრდეს სანქციები], რა დააშავა [ბიძინა ივანიშვილმა]?! რატომ უნდა დაჯარიმდეს. [საგარეო კურსი] არ არის შეცვლილი, რა თქმა უნდა, სად არის შეცვლილი?!",- ამბობს რუხაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები