მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუკი რაიმე მკაცრი სანქცია შეიძლება იყოს გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, უკვე გამოყენებულია" - მდინარაძე

644ffdd208748
BM.GE
01.05.23 21:39
710
"$2 მილიარდი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - მეტი როგორ უნდა დაასანქცირონ, არ ვიცი", - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მოწოდებების შესახებ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს ბანკში, თანხის განკარგვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რაც არაფორმალური სანქციის ტოლფასია.

„ორი მილიარდი დოლარი აქვთ გაჩერებული ბანკში და ეს არის დე ფაქტო, არაფორმალური სანქცია, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო, გამოყენებულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამაზე მკაცრი სანქცია, ალბათ არც გაგიგიათ მიმდინარე პერიოდში.

კონკრეტული ადამიანებს დაადეს სხვადასხვა სანქციები. ყოველთვის, თითოეული ადამიანის სანქცირებას, რაღაც განმარტება მოჰყვებოდა ხოლმე. ბიძინა ივანიშვილი, დე ფაქტო, არაფორმალური სანქციით დასანქცირებულია ისე, რომ არანაირი განმარტება მის დასანქცირებას არ მოჰყოლია. ამიტომ, უფრო მეტ სანქციას ვერაფერს დაადებენ, რაც უკვე პრაქტიკაში გააკეთეს და არა სამომავლო პერსპექტივაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები