„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ დასავლეთის მხრიდან არათუ სანქციების, საყვედურის საფუძველიც არ არსებობს.
როგორც მან ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს დე ფაქტო ასანქცირებენ, ამიტომ გამორიცხული არაფერია.
"სანქციების საფუძველი კი არა, საყვედურის საფუძველი არ არსებობს და მაინც ლაპარაკობენ, ასანქცირებენ ბიძინა ივანიშვილს დე ფაქტო და კიდევ კარგი, სხვადასხვა ქვეყნებში მერე ეს ადამიანი იგებს იმ პროცესებს და სამართალი მაინც ზეიმობს, საბოლოო ჯამში. დე ფაქტო სანქციებს ადებენ, გამორიცხული არაფერი არ არის. თქვენ იმაზე ილაპარაკეთ, რამდენად საფუძვლიანია",- ამბობს მამუკა მდინარაძე.