ჩვენი ინიციატივა იყო და ბიძინა ივანიშვილი დაგვეთანხმა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ე.წ. რუსული კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირების შესახებ განაცხადა.
"ამ გადაწყვეტილების თანაინიციატორები ვართ ყველანი, ლიდერები. უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა, ის არის ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ და დასძინა, რომ ამ საკითხზე საუბარი უმრავლესობამ გუშინწინდელ სხდომაზე დაიწყო და გუშინ გააგრძელა.
ცნობისთვის, დღეს გახდა ცნობილი, რომ „ოცნება“ ე.წ. რუსულ კანონს პარლამენტში აბრუნებს. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი ზუსტად იგივე იქნება, ერთი განსხვავებით.