მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დასახელდა "ალტასთვის" 2022 წლის გამოწვევად? - გიორგი ჟურული

63be5efede1e4
თათია კაკიაშვილი
11.01.23 23:55
4126
„ალტას“ შემთხვევაში, კადრების დეფიციტზე შრომის ანაზღაურების სისტემამ იმუშავა,“ - ამის შესახებ BMG-ის კომპანია „ალტას“ ელექტრონული კომერციის, გაყიდვების და მარკეტინგის დირექტორმა გიორგი ჟურულმა განუცხადა.

ბუნებრივია, რომ გასულ წელს ინდუსტრიისთვის გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია - სექტორის მთავარ პრობლემად კადრების დეფიციტთან ერთად, წლის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომის გამო ლოგისტიკური შეფერხებები დასახელდა.

“წლის დასაწყისში სერიოზული შეფერხებები ლოგისტიკის თვალსაზრისით იყო, რადგან ბევრი ლოგისტიკური მარშრუტის გადაწყობა გახდა აუცილებელი, რასაც მომარაგებაში დეფიციტის გამოწვევა შეეძლო, მაგრამ მოვახერხეთ, ვიმუშავეთ და ეს ყველაფერი საკმაოდ უმტკივნეულოდ გადავიარეთ. ომის დასაწყისში ბაზარზე გარკვეული შიში იყო, რაც გაყიდვებზეც აისახა, თუმცა მერე მოვლენების განვითარების კვალობაზე, ეს სხვა ეფექტებმა გადაფარა.

რაც შეეხება საკადრო დეფიციტს, სამწუხაროდ ის ნამდვილად არსებობს. ეს სიტუაცია განსაკუთრებით კრიტიკული ზაფხულში იყო, გარკვეული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რომელიც ქართველი დასაქმებულების ევროპაში წასვლით წარმოიშვა. ჩვენ ამას გავუმკლავდით და ასეთი სერიოზული დეფიციტი “ალტას” ქსელს არ ჰქონია. ამის სავარაუდო მიზეზი კი ისაა, რომ მუშაობს ჩვენი ბრენდი, შრომის ანაზღაურების სისტემა. რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, მაგრამ კრიტიკული სიტუაცია “ალტას” ქსელში ამ თვალსაზრისით არ ყოფილა,” - განაცხადა გიორგი ჟურულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები