მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდა ბიუჯეტს ახლო აღმოსავლეთიდან სპეციალური რეისებით 600-ზე მეტი მოქალაქის დაბრუნდება?

ფრენები

საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 545 000 ევროს ეკვივალენტი ლარი გამოყო, სპეციალური ავიარეისების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

შესაბამისი განკარგულების მიხედვით, თანხა გამოიყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, როდესაც რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვამ სხვადასხვა ქალაქში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება გაართულა.

დოკუმენტის თანახმად, თანხა მოხმარდება სპეციალური რეისების განხორციელებასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2026 წლის 3 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, რომლებმაც საქართველოს შესაბამის საელჩოებს სპეციალური რეისებით დაბრუნების თხოვნით მიმართეს, უკვე დაბრუნდა საქართველოში.

მათ შორის, მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი) განხორციელებული სპეციალური რეისებით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეისები შესრულდა შემდეგ თარიღებში:

  • მასკატი – თბილისი: 3 მარტი, 5 მარტი და 6 მარტი;
  • რიადი – თბილისი: 4 მარტი;
  • ბოლო სპეციალური რეისი 8 მარტს შესრულდა.

უწყების განცხადებით, ყველა მოქალაქე, ვინც საელჩოებს მიმართა სპეციალური რეისებით დაბრუნების თხოვნით, უსაფრთხოდ დაბრუნდა საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები