მილან–კორტინას თამაშებზე ათეულობით ქვეყანა სპორტსმენებს პოდიუმზე გასვლისთვის ფულად ჯილდოებს შეჰპირდა, მაგრამ ერთი ქვეყნის წარმატებამ ფინანსური თვალსაზრისით ყველა დაჩრდილა.
იტალიამ მილიარდობით დოლარი დახარჯა წლევანდელი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის მილანში და კორტინა დ’ამპეცოში, მაგრამ საკუთარი სპორტსმენების წარმატება დამატებით $7,8 მილიონი დაუჯდა.
ოლიმპიადის წინ იტალიის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა აიღო ვალდებულება, ფულადი ბონუსი გადაეხადა ყველა იმ სპორტსმენისთვის, ვინც მედალს მოიპოვებდა: დაახლოებით $213,000 ოქროსთვის, $106,000 ვერცხლისთვის და $71,000 ბრინჯაოსთვის. ეს ჯილდოები საკმაოდ გულუხვი იყო 37 დელეგაციიდან, რომლებიც მედალოსნებს ფინანსურ სტიმულს სთავაზობდნენ, მხოლოდ სინგაპურს, ჰონკონგს, პოლონეთსა და ყაზახეთს ჰქონდათ უფრო დიდი პრემიები დაგეგმილი.
მასპინძელი ქვეყნის სტატუსის გამო იტალია ყველა სახეობაში ავტომატურად იყო კვალიფიცირებული და ეს უპირატესობა სრულად გამოიყენა - ჯამში 30 მედალი მოიპოვა. ეს ქვეყნის საუკეთესო შედეგია ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში: 10 მედლით მეტი, ვიდრე 1994 წლის წინა რეკორდი, და 13-ით მეტი, ვიდრე 2022 წელს.
თუ ყველა იტალიელი მედალოსანს გავითვალისწინებთ მათ შორის გუნდურ დისციპლინებში, როგორიცაა შერეული წყვილების ქერლინგი ან წყვილთა სასრიალო მედლების ბონუსები იტალიის ოლიმპიურ კომიტეტსთითქმის $7.8 მილიონი დაუჯდება.
ზამთრის ოლიმპიადის შედარებით მცირე მასშტაბი 116 სახეობა, რაც დაახლოებით მესამედია 2024 წლის ზაფხულის თამაშების 339 სახეობის, იტალიის ხარჯებს გარკვეულწილად ამცირებს. ორი წლის წინ, პარიზში მოპოვებული 40 მედლის შემდეგ, იტალიის საერთო გადასახადი $10.7 მილიონად შეფასდა.
თუმცა ხარჯები ჯერ კიდევ გაიზრდება: პარალიმპიადა 6 მარტს დაიწყება, და იტალიის პარალიმპიური კომიტეტი მზად არის მედალოსნებს გადაუხადოს $118,000 ოქროსთვის, $65,000 ვერცხლისთვის და $41,000 ბრინჯაოსთვის.




























