მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდა სამთავრობო "შათდაუნი" აშშ-ის ეკონომიკას?

ეკონომიკა

1-თვიანი სამთავრობო "შათდაუნი", რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიხილეთ, თავისი ხანგრძლივობითა და ეკონომიკური შედეგით რეკორდულია.

ხაზინის ხელმძღვანელის, სკოტ ბესენტის თქმით, "შათდაუნის" ყოველი კვირა აშშ-ის ეკონომიკას მინიმუმ $15 მილიარდი უჯდებოდა.

თუკი დამოუკიდებელ ექსპერტებს დავუჯერებთ, რეალური დანაკარგის მოცულობა $30 მილიარდის ფარგლებში იყო, რადგან ის ფედერალური მუშაკები, რომელთაც თითქმის მთელი თვის განმავლობაში ანაზღაურება არ ერიცხებოდათ, ხარჯებს დრამატულად ამცირებდნენ, სესხებს ვერ ფარავდნენ და ინვესტირებას წყვეტდნენ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე გაცილებით უფრო დიდ ზეწოლას ახდენდა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

თუ ეს კალკულაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ აშშ-ის ეკონომიკური დანაკარგის მოცულობა, ბესენტის ვერსიით, 88 მილიარდ დოლარს აღწევს, ხოლო ექსპერტთა შეფასებით, 175 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, რაც აშშ-ის ისტორიაში დაფიქსირებული ანტირეკორდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები