მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა დონეზეა საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობები? - ესპანეთი მომავალ წელს EU-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

637e48f68c07c
BM.GE
23.11.22 20:35
1044
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობები საქართველოს ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტია.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ დღეს ესპანეთის პარლამენტის კონგრესში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა და ესპანეთის მხარე საქართველოს ევროპული მომავლის ღია მხარდაჭერას გამოხატავს.

"ძალიან მნიშვნელოვან და მაღალ დონეზეა ურთიერთობები საქართველოსა და ესპანეთს შორის და ეს გადამწყვეტია ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი საპარლამენტო კავშირებით ვიყოთ მუდმივად კონტაქტზე ჩვენს კოლეგებთან. ვაპირებთ, მათ მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია, მათ შორის 12 პუნქტთან დაკავშირებულ პროგრესზე.

დღეს შეხვედრები გვქონდა კონგრესში. ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, ასევე კონგრესის პრეზიდენტთან და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან და თავმჯდომარეებთან. ყველა ეს შეხვედრა არის დატვირთული ერთი თემით - ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობა. ეს არის მთლიანად ესპანეთის პარლამენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ჩვენ ეს პოზიტიურ განწყობაზე გვაყენებს, გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთს ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირში.

გარდა ამისა, ესპანეთი მომავალ წელს გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ, რომ სენატმა, სულ ახლახან მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, რომ გაწევრიანების გზაზე მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ. ასეთივე მხარდაჭერა გვაქვს კონგრესისგან. აღსანიშნავია, რომ სენატის დელეგაცია გვეწვევა იანვარში საქართველოში და ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდეთ საუბრები“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები