საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს ესპანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, თუმცა ჩვენი მეტოქეს გასვლითი მატჩისთვის მთავარი ვარსკვლავი ლამინ იამალი არ ეყოლება.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 ნოემბერს, ეროვნული ნაკრების შეკრების დაწყების დღეს, დილის საათებში, იამალს საზარდულის ტრავმის გამო მკურნალობის ინვაზიური პროცედურა ჩაუტარა. პროცედურა ისე ჩატარდა, რომ ნაკრების სამედიცინო შტაბს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. სამედიცინო შტაბმა მოხსენება გუშინ საღამოს, 22:40-ზე მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ აღნიშნული პროცედურის შემდეგ ფეხბურთელისთვის 7-10-დღიანი დასვენება არის რეკომენდებული.
"ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ "ბარსელონას" შემტევის ნაცვლად განაცხადში ხორხე დე ფრუტოსი შეიყვანა, რის შედეგადაც მთლიანი განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: უნაი სიმონი (ბილბაო), დავიდ რაია (არსენალი), ალექს რემირო (სოსიედადი).
მცველები: ემერიკ ლაპორტი (ბილბაო), დანი ვივიანი (ბილბაო), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი), მარკოს ლიორენტე (ატლეტიკო), მარკ კუკურელია (ჩელსი), პაუ კუბარსი (ბარსელონა), დინ ჰაუსენი (რეალი), პედრო პორო (ტოტენჰემი).
ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (პსჟ), მარტინ ზუბიმენდი (არსენალი), მიკელ მერინო (არსენალი), ალეიშ გარსია (ლევერკუზენი), პაბლო ბარიოსი (ატლეტიკო), ალექს ბაენა (ატლეტიკო), პაბლო ფორნალსი (ბეტისი).
თავდამსხმელები: მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), იერემი პინო (კრისტალ პალასი), დანი ოლმო (ბარსელონა), ფერმინ ლოპესი (ბარსელონა), ფერან ტორესი (ბარსელონა), სამუ აგეჰოვა (პორტუ), ბორხა იგლესიასი (სელტა), ხორხე დე ფრუტოსი (რაიო ვალეკანო).
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს 15 ნოემბერს, თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე, საქართველოს დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდებიან.




























